aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 17 » აკვილანი: მილანში დარჩენა მინდა
12:12
აკვილანი: მილანში დარჩენა მინდა

მილანში იჯარით მოასპარეზე ალბერტო აკვილანიმ სან–სიროზე დარჩენის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ 27–წლის შუახაზელი ლივერპულის საკუთრებაა, თუმცა უკვე მეორე წელია, რაც მისი ადგილი ვერ იძებნება გუნდში.

აკვილანიმ გასული სეზონი იუვენტუსში გაატარა აგრეთვე იჯარით, წელს კი მილანის წევრია.

უნდა ითქვას, რომ "როსონერიში" ალბერტო საკმაოდ წარმატებულად თამაშობს და შუახაზის ერთ–ერთი საკვანძო ფიგურაცაა, ასე რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა მილანალები მას აუცილებლად გამოისყიდიან, რაც თავად აკვილანის სურვილიცაა:

 

"მილანი" იტალიაში უძლიერესი, ევროპაში კი ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია და მე აქ დარჩენა მინდა. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილი იქნება ჩემი თამაშით."

 

"რომადან წასვლის შემდეგ მე ვერ დავმკვიდრდი ვერც ლივერპულში და ვერც "იუვენტუსში", "მილანში" კი შევძელი ამის გაკეთება. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და რაც ყველაზე მთავარია ჩემპიონობის ამბიცია არსებობს გუნდში."–განაცხადა აკვილანიმ კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდთან საუბარში.

კატეგორია: მილანი | ნანახია: 590 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]