09:26 “რომა” ზამთარში იყიდის და გაყიდის | |
იტალიური “რომას” სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მისი გუნდი ფეხბურთელებს იყიდის და გაყიდის კიდეც. “სატრანსფერო ბაზარს მაშინვე დავუბრუნდებით, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. პირადად მე ვფიქრობ, რომ გუნდს პრობლემა არცერთ რგოლში არ აქვს, მაგრამ ლუის ენრიკემ გარკვევით გვითხრა, რომ მას ახალი ფეხბურთელები სჭირდება. გარდა ამისა, მწვრთნელის განკარგულებაში არიან ფეხბურთელები, რომლებზეც იგი იმედებს აღარ ამყარებს” – აცხადებს საბატინი. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთარში “რომას” მარკო ბორიელო, ჟუანი და ფაბიო სიმპლისიო დატოვებენ. | |
|