08:48 ამაურის აგენტი “ტოტენჰემთან” მოლაპარაკებას უარყოფს | |
იტალიურ გამოცემა Football Italia-სთან საუბარში, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის, კარვალიო ამაურის აგენტმა ლონდონის “ტოტენჰემთან” მოლაპარაკება უარყო. ბრაზილიური ფესვების მქონე იტალიელის სხვა გუნდში გადასვლა რომ გადაწყვეტილია, ახალი არაა. თავდამსხმელის გადაბირების მთავარ პრეტედენტად სწორედ ლონდონელები მიიჩნეოდნენ. “ტოტენჰემის” წარმომადგენლებთან არ მისაუბრია. ამჟამად, რამდენიმე საინტერესო ვარიანტს განვიხილავთ. მათ შორისაა “ჯენოაც”, - განაცხადა 31 წლის ფორვარდის აგენტმა. შეგახსენებთ, რომ კარვალიო ამაურის გადაბირება “პარმასაც” სურდა, მაგრამ მათ ფინანსური პრობლემების გამო თავდამსხმელზე უარი თქვეს. | |
|