18:41 ანანიძე უკვე მზადაა | |
ჯანო ანანიძემ კოჭის ტრავმა მოიშორა და ახლა მხოლოდ ფორმაში სესასვლელად სჭირდება დრო. 19 წლის ქართველმა დატვირთვებით ვარჯიში დაიწყო, გასულ დღეებში კი ინდივიდუალურად ემზადებოდა. გეცოდინებათ, ჯანოს კოჭმა საკმაო დრო გააცდევინა და წლეულს ბევრი თამაში გამოატოვებინა, რამაც ფეხბურთელის ფორმაზე იმოქმედა – შარშანწინდელივით და თუნდაც, შარშანდელივით სეზონს ვერ ატარებს. 11 ნოემბერს საქართველო-მოლდოვას ეროვნული ნაკრებების მატჩია და ანანიძე თემურ ქეცბაიას სიაშია | |
|