aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » „მილანი“ ერთი დღით გალიდერდა
11:05
„მილანი“ ერთი დღით გალიდერდა
სერია A-ს მე-16 ტურში მოგებით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი, „მილანი" გათამაშებას სათავეში მინიმუმ ერთი დღით მოექცა. გუშინ, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა იმ „სიენას" სძლია, რომელსაც ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ 1 ქულა აქვს მოპოვებული.
„ჯუზეპე მეაცაზე" გამართული მატჩის პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. მე-2 ნახევარი 9 წუთის დაწყებული იყო, როდესაც საჯარიმოს წინა ხაზიდან დარტყმისა და რიკოშეტის წყალობით, ნოჩერინომ თავი სერია A-ს ზედიზედ მე-2 მატჩში გამოიჩინა. ათ წუთში, ბოატენგმა და მთავარმა არბიტრმა, ერთობლივი ძალისხმევით, სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი გამოიგონეს და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეხვედრის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირების საშუალება მიეცა.
საინტერესო მატჩი გაიმართა ფლორენციაში, სადაც ადგილობრივი გუნდი „ატალანტასთან" ჯერ იგებდა, შემდეგ აგებდა, მაგრამ შეხვედრა მაინც ფრედ დასრულდა. მე-9 წუთზე, ვარგასის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, ჯილარდინომ დასწრებაზე ითამაშა და ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა. ყველაზე საინტერესო მატჩის ბოლო წუთები გამოდგა. 81-ე წუთზე, დაახლოებით 25 მეტრიდან დარტყმით, მაზიელომ ანგარიში გაათანაბრა. ხუთ წუთში, სტუმართა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან სკელოტოს მიერ გაკეთებულ გადაცემას გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი, დენისი გამოეხმაურა, რომელმაც წინ „ატალანტა" გაიყვანა. 88-ე წუთზე, საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეჭრილი ხარჯას გადაცემა იოვეტიჩმა გამოიყენა, რომელმაც ფლორენციელებს ქულა გადაურჩინა.

კატეგორია: მიმოხილვები | ნანახია: 519 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]