14:34 ანტონიო კონტე: “სკუდეტოსთვის” ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა” | |
ტურინის "იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომში ერთ-ერთი უშუალო კონკურენტის, "ლაციოს” ძლევის მიუხედავად მიიჩნევს, რომ "სკუდეტოსთვის” მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის. Football Italia-ს ჟურნალისტს, 42 წლის სპეციალისტმა "ლაციოსთან” 1:0 მოგებული მატჩის შთაბეჭდილებები გაუზიარა. "”კმაყოფილი ვარ, რადგანაც მოვახერხეთ და დავამარცხეთ ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც საფინალო სასტვენამდე იბრძოდა. მეტოქემ სერიოზულ წნეხში მოგვაქცია, თუმცა, გოლის გატანის შემდეგაც კი, უკან არ დავიხიეთ, უპირატესობის გაზრდას ვცდილობდით და სასურველი შედეგი მივიღეთ. ორი ლიდერის დაპირისპირებაში, "იუვენტუსი” უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, თუმცა, მოშვება არ შეიძლება, რადგან "სკუდეთოსთვის” ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა” - თქვა კონტემ. "ბებერ ქალბატონს” 11 თამაშის შემდეგ 25 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. "უდინეზე” მას ერთი, ხოლო "ლაციო” სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ორივე მათგანს 12-12 შეხვედრა აქვს ჩატარებული. | |
|