aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია
13:27
ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია
ანტონიო კონტემ კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ 2011 წლის ბოლო საშინაო მატჩი "ბიანკონერების” გამარჯვებით დასრულდეს. როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსს” საშობაო არდადეგებამდე ერთი საშინაო და ერთიც გასვლითი მატჩი ელის. დილით იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა:

"ვფიქრობ, ჩვენ იმავე პრობლემებს წავაწყდებით, როგორც ეს "ჩეზენას” შემთხვევაში იყო და ჩვენ იძულებული ვიქნებით მოთმინებით მოვეკიდოთ ყველაფერს, რათა გოლი გავიტანოთ. რაც უფრო ადრე მოვახერხებთ ამის გაკეთებს მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. ხვალ ჩვენ განსაკუთრებით ტექნიკური ფეხბურთელები დაგვჭირდება, რადგან "ნოვარა” მჭიდრო ფეხბურთს ითამაშებს და სივრცის პოვნა რთული იქნება.”
ეს დაპირისპირება პირველია ამ გუნდებს შორის 1955 წლის შემდეგ. "ნოვარას” ფეხბურთელები ტურინში საკმაოდ თავდაჯერებულნი ჩამოვლენ, რადგან წინა ტურში მათ შეძლეს და სკუდეტოს ერთ-ერთ ფავორიტ გუნდ "ნაპოლისთან” საკუთარ მოედანზე ფრე ითამაშეს, ანგარიშით 1-1.

მიუხედავად ამისა, ისინი გასვლაზე საკმაოდ სუსტად გამოიყურებიან, რამეთუ წელს მხოლოდ 2 ქულა მოაგროვეს სტუმრად გამართულ შეხვედრებში. განსაკუთრებულად მოიკოჭლებს დაცვის ხაზი, რადგან გასვლით მატჩებში მათ უკვე 14 გოლის გაშვება მოასწრეს. კონტემ ამ ფაქტთან დაკავშირებითაც გამოთქვა კომენტარი: "ჩვენ უდიდესი პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ ამ გუნდს, ისინი ნამდვილად კარგად გამოიყურებიან, შემთხვევითი არაა, რომ ისინი 55 წლიანი პაუზის შემდეგ სერია ა-ში დაბრუნდნენ.”

ვუჩინიჩის ტრავმის შემდეგ იტალიელ სპეციალისტს თავსატეხი უკვე "რომასთან” გასამართი მატჩის წინ ჰქონდა, ახლა ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ დისკვალიფიცირებულნი არიან ლეონარდო ბონუჩი და არტურო ვიდალი. ეს ყველაფერი 42 წლის მენეჯერს ალტერნატიული ფეხბურთელების პოვნას აიძულებს. მაგრამ კონტეს სჯერა, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც კვირას გასამართი მატჩისთვის მის განკარგულებაში არიან სრულიად საკმარისია მატჩის დადებითი შედეგით დასასრულებლად.

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა მე სამი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი მაკლია, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ საუკეთესო ხერხების გამონახვა პრობლემების გადასაჭრელად. მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმ ფეხბურთელებში, რომლებსაც სათამაშოდ ვიძახებ და მათგან მაქსიმალურ კონცენტრაციას ველი.”

"რადგანაც დაცვა დასუსტებულია, დე ჩელიეს შეუძლია გარანტია მოგვცეს მარცხენა ფლანგის უსაფრთხოებაზე, ამ პოზიციაზე ვსინჯავთ ასევე მარსელო ესტიგარიბიასაც.”

"ნახევარდაცვაში მე შემიძლია გავაკეთო არჩევანი ჯაკერინის, პაციენცასა და მარონეს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ნაკლებად ჩნდება მოედანზე, ის ნელ-ნელა იმსახურებს ნდობას, როგორც ჩემი ასევე თანაგუნდელების მხრიდანაც.”

"იუვენტუსი” კვლავაც დაუმარცხებელია სერია ა-ში და შესაბამისად სატურნირო ცხრილის მწვერვალზეც იმყოფა, თუმცა კონტე კვლავაც მოგვიწოდებს ვიფიქროთ იმაზე რაც უშუალოდ დროის ამ მონაკვეთშია გასაკეთებელი და ამჟამად ეს "ლურჯ-თეთრების” დამარცხებაა. "ჩვენ არ გვანაღვლებს სატურნირო ცხრილი, ჩვენი ახლანდელი სატურნირო მდგომარეობა ჩვენში ბადებს იმის შეგრძნებას, რომ განსაკუთრებული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ პირველობა არ გვავსებს მოუთმენლობით და არ იწვევს ჩვენ მშფოთვარებას, რადგან ყველა ჩვენგანს გაცნობირებული აქვს, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, როგორ დაიწყებ, მთავარია, როგორ დაასრულებ!”

პრესკონფერენციის ბოლოს კონტეს ისაუბრამ იმ მიზეზებზე, რაც "იუვენტუსის” პირველობას განაპირობებს. "ხშირად მესმის, ზოგიერთი მწვრთელი გაიძახის იმას, რომ "იუვენტუსის” წარმატების მიზეზი ისაა, რომ გუნდი მხოლოდ სერია ა-ში ასპარეზობს. თუ ასეა მაშინ რატომ არ დაანებებენ თავს სხვა ტურნირებს და შიდა ჩემპიონატზე არ გადმოირთვებიან? მე მათ მივმართავ: ნუ მიიღებთ მონაწილეობას!”
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 535 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]