aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » არბელოა:"გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ"
18:19
არბელოა:"გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ"
მადრიდის "რეალის" ესპანელმა მცველმა ალვარო არბელოამ მცირე ინტერვიუ მისცა Bwin – ის ჟურნალისტებს. იგი დარწმუნებულია, რომ მადრიდის "რეალი" შესძლებს "მალაგის" დამარცხებას გასვლაზე.
"ანდალუსიელებს ჰყავთ ძალიან კარგი თავდამსხმელები. ისინი საკუთარ არენაზე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის, ამრიგად "მალაგაში" ადვილი გასეირნება ნამდვილად არ გველის. მცველებმა უნდა შევძლოთ "ლურჯების" შეტევის შეჩერება, რადგანაც პელეგრინის შეგირდები ჩვენს საჯარიმოსთან დიდ ხიფათს შექმნიან".

"მე ყოველთვის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მადრიდის "რეალი" ნებისმიერ შეხვედრაში მოიპოვებს გამარჯვებას და განსხვავებული აზრი არც ამ მატჩის მიმართ გამაჩნია. ქულები ამ დროისთვის ჰაერივით გვჭირდება, რადგან "ლა ლიგის" ცხრილის ზედა ნაწილში საკმაოდ დიდი კონკურენციაა".

"მანუელ პელეგრინი კარგად იცნობს "სამეფო" კლუბის თითოეულ ფეხბურთელს. ანდალუსიელები მიმდინარე სეზონში ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობენ, რაშიც ორი აზრი არ არსებობს. მიმდინარე წლის მანძილზე, მანუელმა უმნიშვნელოვანი ტრანსფერები გაჩარხა. შესაბამისად ისინი საგრძნობლად გაძლიერდნენ, ვიდრე ეს წინა წელს იყო".

"კარგია, რომ არგენტინელი გონსალო იგუაინი შესანშნავ ფორმაშია, თუმცა ქარიმ ბენზემას დავიწყებაც არ შეიძლება. "ლოს ბლანკოსის" ყველა ფეხბურთელს შეუძლია მატჩში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. კრიშტიანუ რონალდუ, მესუთ იოზილი და რიკარდო კაკა გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ, ისევე როგორც უკლებლივ ყველა მადრიდელი".
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 531 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/7
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]