13:09 არტეტა საავადმყოფოში მოათავსეს | |
ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში "ლივერპულის” წინააღმდეგ მატჩისას ლონდონის "არსენალის” ნახევარმცველმა მიკელ არტეტან ჯორდან ჰენდერსონთან შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო. ფეხბურთელი მოედნიდან სასუნთქ აპარატზე შეერთებული გაიყვანეს. 29-წლის ნახევარმცველი საავადმყოფოში მოათავსეს. ლონდონური კლუბი იუწყება, რომ ფეხბურთელი კარგადაა, მისი ჰოსპიტალში ვიზიტი კი მხოლოდ პრევენციული ღონისძიებაა. შეგახსენებთ, რომ "არსენალმა” "ენფილდზე” ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა, არტეტა კი მეორე ტაიმის დებიუტში შეცვალეს. სხვა ამბები | |
|