15:54 "მილანის" ნახევარმცველმა ბოატენგმა ჰეთ თრიქი შვილს მიუძღვნა | |
"მილანის" ნახევარმცველი კევინ პრინს ბოატენგი "ლეჩესთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, თუმცა საბოლოოდ მატჩის გმირი გახდა - მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა სამი გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის შემდეგ "მილანი" 0:3 აგებდა, საბოლოოდ კი 4:3 მოიგო. "ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვის შეუძლია ასეთი მატჩის გადარჩენა?! რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ. მუხლის ტრავმის გამო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოვხვდი, თუმცა მწვრთნელმა შანსის მოცემა მაინც გადაწყვიტა. ჰეთ თრიქს ჩემს ბიჭს ვუძღვნი. ეს ჩემი კრიტიკოსებისთვის პასუხი არ არის, ამის საჭიროება არ არსებობს. უბრალოდ მსურს, რაც შეიძლება უკეთ ვითამაშო, რათა ჩემი ნამდვილი ძალა გამოვაჩინო", - თქვა ბოატენგმა.
| |
|