17:03 ბათუმელებმა პოზიციები გაიმყარეს | |
მე-2 წრის შეხვედრები ეროვნული ჩემპიონატის პირველლიგელთა "ა”ჯგუფის გუნდებმაც გამართეს. ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა "დინამომ” ხარაგაულის "ჩხერიმელას” უმასპინძლა და 1:0 მოუგო. იმერელთა ამ მარცხით ისარგებლა მათმა თანარეგიონელმა "ჭიათურამ”, რომელმაც ხობის "კოლხეთის” ძლევით (1:0), ცხრილის მე-3 საფეხურზე დამკვიდრება "ჩხერიმელაზე” უკეთესი ბურთების ბალანსის გამო შეძლო. საშინაო შეხვედრაში იმარჯვა ოზურგეთის "მერცხალმა”. ხარიტონ ჩხატარაშვილის გაწვრთნილებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლეს და 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. გურულები 20 ქულით მე-2 ადგილზე არიან და თუ გამოტოვებულ შეხვედრასაც გავითვალისწინებთ, მათ "დინამოსთან” ქულათა სხვაობის შემცირების შანსიც აქვთ. გასულ ტურში დიდი ანგარიშით საშინაო მოგების შემდეგ, ტყიბულის "მეშახტემ” საკუთარ მოედანზეც სამბურთიანი სხვაობით წააგო. იმერელთა მორიგი სტუმარი თბილისის "ლოკომოტივი” იყო, რომელმაც 4:1 იმარჯვა. ეს ახალგაზრდა "რკინიგზელთა” პირველი მოგებაა მიმდინარე სეზონში. "ა” ჯგუფის ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩება "სამტრედია”, რომელმაც გასვლითი მატჩი ახალციხის "მესხეთთან” წააგო - 0:1. პირველლიგელთა მორიგი, XI ტურის შეხვედრები 28, 29 და 30 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა, არაა გამორიცხული, მომავალ კვირაში ფედერაციამ I წრეში გამოტოვებული რომელიმე მატჩის გამართვაც დაგეგმოს. "ა” ჯგუფი. 20 ოქტომბერი "მერცხალი” (ოზურგეთი) სტუ (თბილისი) 2:0 (I წრე 2:2) "მესხეთი” (ახალციხე) - "სამტრედია” 1:0 (2:0) "დინამო” (ბათუმი) - "ჩხერიმელა” (ხარაგაული) 1:0 (2:0) "ჭიათურა” - "კოლხეთი” (ხობი) 1:0 (1:1) "მეშახტე” (ტყიბული) - "ლოკომოტივი” (თბილისი) 1:4 (2:2) | |
|