19:04 ბოატენგმა შესაძლოა ბატესთან ვერ ითამაშოს | |
როგორც Tuttomercato იტყობინება რომასთან შეხვედრის დროს მილანის ნახევარმცველმა კევინ პრინც ბოატენგმა მუხლის ტრავმა მიიღო. დიდი შანსია, რომ განელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა გამოტოვოს, რომელსაც მისი გუნდი ბატესთან გასვლაზე გამართავს. ამ მატჩში როსონერის დააკლდებიან ასევე კლარენს ზედორფი, რომელიც ტრავმას უკვე დიდი ხანია იშუშებს და ფილიპ მექსესი რომელსაც ხელი მოტეხილობა აქვს. შეგახსენებთ, რომ ბატე- მილანის შეხვედრა პირველ ნოემბერს გაიმართება. | |
|