08:53 ბორიელო “იუვენტუსში” ითამაშებს | |
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “რომას” თავდამსხმელი მარკო ბორიელო კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის ფორვარდი “ბებერ ქალბატონში” ექვსთვიანი განათხოვრების წესით გადავა და ტურინელებს მისი გამოსყიდვის უფლება სეზონის დასრულების შემდეგ ექნებათ. ექვსთვიანი არენდისთვის “იუვენტუსი” დაახლოებით მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო გამოსყიდვის შემთხვევაში 8 მილიონი ევრო ექნებათ გადასახდელი. აღსანიშნავია, რომ ბორიელოს შეძენა “ტოტენჰემს”, “მარსელს” და “ჯენოასაც” სურდათ. მარკო “რომაში” 2010 წელს, “მილანიდან” გადავიდა და სერია A-ში ამ კლუბის მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, ოღონდ, ყველა გასულ სეზონში. ეროვნულ ნაკრებში, 2008 წლიდან დღემდე მან 7 შეხვედრა ჩაატარა. | |
|