16:33 ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა... | |
- 11:20 გთავაზობთ Goal.com-ის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩების ვერსიას, ვნახოთ როგორ გამართლდება ის: მადრიდის "რეალი" - "მარსელი" "აპოელი" - "ბაიერნი" "მილანი" - "ბენფიკა" "ჩელსი" - "ბარსელონა" - 11:25 საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა Goal.com-ის ფრანგმა რედაქტორმა რობინ ბაირნემ, "მარსელი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც "მილანთან" დადებითი შედეგი აქვს! - 11:32 და კიდევ ერთი, მიუნხენის "ბაიერნი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც მადრიდის "რეალთან" და "ბარსელონასთან" დადებითი შედეგი აქვს. - 11:37 მეტიუ აბდულმა, თავისი 1/4 ფინალური ეტაპის ვარაუდი წარმოადგინა, რომელიც მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა: "აპოელი" - "მილანი", "ბენფიკა" - "ბარსელონა", "ბაიერნი" - "მარსელი", "ჩელსი" - "რეალი" - 11:42 "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰოინესი ნიონში იმყოფება და იგი ჟურნალისტებს გაესაუბრა:"გათამაშება ახლა იწყება. ჩვენი მეტოქეები "ბარსელონა", "რეალი" და "მილანია". თუ გინდა გამარჯვება, ამ გუნდებს გვერდს ვერ აუვლი." - 12:03 დასრულდა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა, "მილანი" "ბარსელონას" ამ სეზონში უკვე მეორედ შეხვდება, პირველი მატჩი 28 მარტს გაიმართება, განმეორებითი კი 3 მარტს. ამ წყვილში გამარჯვებული "ბენფიკა" - "ჩელსის" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. *შენიშვნა, საათები მითითებულია ევროპის დროით | |
|