09:27 დე როსი: ჯერ "რომა" და მერე იტალიის ნაკრები | |
"რომას" ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ იტალიურ პრესაში აღიარა, რომ მისთვის იტალიის ჩემპიონის ტიტული მსოფლიოს ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანია. "მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე, მაგრამ ბავშვობიდან სკუდეტოს მოგებაზე ვოცნებობდი. დღემდე ასეა. წელს უკვე გვიანაა, მაგრამ ჩვენს გუნდს გრძელვადიანი პროექტი აქვს, ამიტომ მალე დავინახავთ, შეგვიძლია თუ არა სკუდეტოსთვის ბრძოლა. გავცვლიდი თუ არა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს სკუდეტოზე? არა, ეს სხვადასხვა რამ არის, მაგრამ მე ჯერ "რომას" გულშემატკივარი ვარ და მხოლოდ შემდეგ იტალიის ნაკრების. მუნდიალის მოგება დაუვიწყარია, მაგრამ სკუდეტოს მოგებაც მინდა", - თქვა დე როსიმ. | |
|