aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » აპრილი » 20 » დელ პიერო და ტოტი – “დუელი” გრძელდება
16:45
დელ პიერო და ტოტი – “დუელი” გრძელდება

ალესანდრო დელ პიეროს ხვდება ფრანჩესკო ტოტი და სკოლის გამოცდის ჩაბარების შესახებ ეკითხება:
„- როგორ დაწერე?
- ცუდად ფრანჩესკო, ფაქტიურად ცარიელი ფურცელი ჩავაბარე.
- შენც? ეხლა დაიწყებენ საუბარს, რომ შენგან გადავიწერე" – უპასუხა ფრანჩესკო ტოტიმ.
ეს იყო 90-იან წლებში იტალური ანეგდოტი, რომელიც ორ დიდ ფეხბურთელს უკავშირდებოდა. მათი კარიერა ფაქტიურად ერთდროულად დაიწყო 1993 წელს და ორივე მათგანი კარიერის დასაწყისიდან დღემდე  საყვარელი გუნდის მაისურს ატარებს. 

იწყებდა კარიერას ერთი, არაფრით ჩამორჩა მეორე, გახდა მსოფლიო ჩემპიონი დელ პიერო, ასევე მსოფლიო ჩემპიონია ტოტი. გაიტანა სერიას მასშტაბით ერთ ერთმა 200 გოლზე მეტი, არ ჩამოუვარდა მეორე, ა.შ. და ა.შ.. ფრანჩესკო ტოტისაც არანკლები ტიტული აქვს კარიერის მანძილზე მოპოვებული ვიდრე ალესანდრო დელ პიეროს, თუმცა 90-აინი წლების „იუვენტუსის" ისტორია გაცილებით მეტია ვიდრე „რომასი". კიდევ ერთი დეტალი მათი ფარული მათდაუნებური პაექრობისა გასულ ტურშიც გამოჩნდა. 32-ე ტურში ალემ გამარჯვების გოლი გაიტანა „ლაციოს" კარში მატჩის 82-ე წუთზე. არ გასულა 4 წუთი და საერთოდ სხვაგან, სხვა სტადიონზე თავისი გოლი გაიტანა ფრანჩესკო ტოტიმ და „რომას" გამარჯვება მოაპოვებინა, აღმოჩნდა რა საჭირო დროს საჭირო ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ ფრანჩესკო ტოტიმ იტალიის ნაკრებში 10 ნომრიანი მაისური დელ პიეროს შემდეგ მოირგო (თავად ალესანდრომ 7 ნომრიანი მაისური აირჩია) ამ ორ ფებურთელს ერთმენთის მიმართ საკმაოდ მეგობრული და თბილი დამოკიდებულება აქვთ და მათ შედარებას და „პაექრობას" ძირითადად ჟურნალისტები ახდენენ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით.
სერიას ა-ს მორიგ ტურში კი ორ ლეგანდას ისევ მოუწევთ მოედანზე ყოფნა მათი გუნდის ინტერესების დასაცავად. 22 აპრილს „იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე „რომას" მიიღებს, თუმცა დელ პიეროს ანტონიო კონტეს გუნდში ძირითდ შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს. ფრანჩესკო ტოტიმ კი მიმდინარე წელს 21 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 5 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ალემ წელს სერია ა-ში სულ 2 გოლი გაიტანა. ორივე ფეხბურთელი თავისი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად ითვლება და ძნელად თუ მოახერხებს ვინმე მათი რეკორდების განმეორებას ან დამხობას.
მაგრამ დღეს დღეობით მათ შორის არის ერთი ძალიან საგულისხმო და გულსატკენი განსხვავება. როგორ ექცევა თავის ლეგენდას და კაპიტანს „რომა" და როგორ ექცევა თავის ლეგენდას და კაპიტანს „იუვე". „ჯალოროსიმ" თავის მე-10 ნომერს კონტრაქტი უკვე გაუგრძელა და უფრო მეტიც ხელფასიც კი მოუმატა, მაშინ როცა „ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობამ შარშან მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა მე-10 ნომერს ფაქტიურად მიზერული ხელფასით და ანდრეა ანიელის ცნობილი განცხადების შემდეგ დელ პიეროს საფეხბურთო მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული.

კატეგორია: ლეგენდები | ნანახია: 558 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]