15:16 დელ პიერო: “მინდა, რამდენიმე კანფეტი გიწილადოთ“ | |
ალესანდრო დელ პიეროს სურს, რომ ახლოს იყოს თავის გულშემატკივრებთან საშობაო სადღესასწაულო დღეებში. ამისათვის კი ის ახალ პროექტს ამზადებს, რის შესახებაც „იუვენტუსის" კაპიტანი მისი ვებ-გვერდის alessandrodelpiero.com-ის მეშვეობით იტყობინება… „ძვირფასო მეგობრებო, ახლა გამახსენდა სიტყვები ერთი ძველი რეკლამიდან – „დღესასწაული მოდის ჩვენთან", „დღესასწაული მოდის ჩვენთან" და აი მართლაც ეს წელიც იწურება!" მე ყოველთვის მიყვარდა ეს დღესასწაული, რომელიც ჩემთვის სიტყვა სიყვარულის სინონიმია. ეს არის დრო ახლო ადამიანებისთვის, მეგობრებისთვის და ა.შ. როდესაც მე გავხდი მამა, შობამ ჩემში იგივე გრძნობები გააღვიძა, რასაც განვიცდიდი ბავშვობაში. მე კვლავ ბავშვივით ველოდები საშობაო დღეებს. ამ წელს გადავწყვიტე, რომ ეს სადღესასწაულო დღეები თქვენთან ერთად გავატარო ჩემი ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით. იქ თქვენ ნახავთ რამდენიმე საინტერესო და სასიაომოვნო მომენტს მოლოდინისა და დღესასწაულის აღნიშვნისა. ასევე online ვიქნები facebook-ზეც და სურვილი გვაქვს ტკბილეული გაგიზიაროთ, რომელსაც ვამზადებთ მსურველთათვის. მაგრამ შობამდე, მინდა, ეს დღეები გავატარო ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში. მომავალ შეხვედრამდე, თქვენი ალესანდრო!"
| |
|