aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 5 » Derby Della Capitale: რომა – ლაციო
16:31
Derby Della Capitale: რომა – ლაციო

სერა ა-ში დღეს დიდი რომაული დერბია. რომა სახლში დაუხვდება ლაციოს და ტრადიციის გაგრძელებას ეცდება, რომლის მიხედვითაც ჯიალაროსიმ სტუმრებს მარცხი უნდა აგემოს.ბოლო ხუთ საშინაო მატჩში რომამ თანაქალაქელები დაამარცხა. უკანასკნელი გამარჯვება, რომელიც ლაციომ მოსისხლე მეტოქეზე მოიპოვა ამ სეზონის პირველ წრეში დაფიქსირდა. ლაციომ საკუთარ მოედანზე მიიღო "მგლები” და მარცხიც აგემა.

ბოლო ფრე რომაულ დერბიში 2007 წლის 29 აპრილში დაფიქსირდა. უკანასკნელი შვიდი მატჩში "მგლებს” მარცხი არ განუცდიათ, თუმცა მიუხედავად ამისა პაბლო ოსვალდოს, კასეტისა და ფერნანდო გაგოს არ ყოფნა მასპინძლებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

თავის მხრივ პრობლემები აქვს რეიას, რომელმაც წინა კვირაში გადადგომის განცხადება დაწერა. თუმცა კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ უარყო ეს განცხადება და ედი კვლავაც "არწივების” მწვრთნელია.

დღეს, ლაციოს ვეტერანები ტომასო როკი და კრისტიან ბროკი დააკლდებიან.

ბოლო ხუთ მატჩში, რომამ 15 გოლის გატანა შეძლო, ხოლო ლაციომ 10-ის.

კატეგორია: მიმოხილვები | ნანახია: 541 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]