17:43 ლიპი ყატარის ნაკრებში? | |
იტალიელი სუპერსპეციალისტი მარჩელო ლიპი, შესაძლოა, ყატარის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში. 63 წლის ლიპიმ ყატარის ფეხბურთის ფედერაციისგან ოფიციალური წინადადება მიიღო, რათა 2014 წლის ბოლომდე გაეფორმებინა ხელშეკრულება. ყატარის ნაკრები ჯერ კიდევ ინარჩუნებს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს. გუნდს ბრაზილიელი სებასტიან ლაზარონი წვრთნიდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს და პოსტი ამჟამად თავისუფალია. ფულზე, ალბათ, ლაპარაკიც ზედმეტია – იტალიური გამოცემების ცნობით, ყატარელები წელიწადში 8 მილიონ ევროს სთავაზობენ ლიპის. თავად იტალიელი მწვრთნელი კი, ჯერ ყოყმანობს, ისე კი, რამდენჯერმე განაცხადა, რომ სწორედ ნაკრებში მუშაობა სურს და არა კლუბში. შეხსენებისთვის, ლიპის 2010 წლის ზაფხულის შემდეგ არსად უმუშავია. | |
|