22:44 დიეგო : “იუვენტუსის” წარმატება გამიხარდება” | |
რთულია, დიეგო რიბას და კუნიას ტურინულ კარიერას შთამბეჭდავი უწოდო, თუმცა ფაქტია, ბრაზილიელი ნახევარმცველი ყოფილი გუნდისადმი სიმპათიებს არც ახლა მალავს.ამჟამად მადრიდის "ატლეტიკოში” მოთამაშე ტრეკვარტისტა გუშინ ევროპის ლიგის ფინალში გავიდა და ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.Mediaset Premium – თან საუბარში დიეგომ როგორც ახლანდელ, ისე ყოფილ გუნდზე ისაუბრა : "ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ლიგის ფინალში გასვლა მოვახერხეთ.რთული მატჩი გველის და მაქსიმალურად შევეცდებით, მიზანს მივაღწიოთ.არ ვიცი, რა ვღირვარ, ეს უფრო "ატლეტიკოს” ხელმძღვანელობის საქმეა, მაგრამ კარგ სეზონს ვატარებ და ეს მახარებს.”იუვენტუსი” ? – ბედნიერი ვარ, რომ ეს გუნდი წარმატებით ასპარეზობს, ისინი სკუდეტოს მოგებასთან ძალიან ახლოს არიან.საკუთარი წარმატების შემდეგ ბიანკონერების გამარჯვება განსაკუთრებით გამიხარდება.” | |
|