20:45 “ევროპელ” ბრაზილიელებში ტიაგო სილვა საუკეთესოა | |
Samba d'Or-ის ვერსიით, იტალიის მოქმედი ჩემპიონის, “მილანის” ცენტრალური მცველი ტიაგო სილვა 2011 წლის საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჯილდოსთვის მხოლოდ ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელები იბრძოდნენ. ყოველწლიურ გამოკითხვაში “ბარსელონას” მარჯვენაფლანგელმა დანი ალვეშმა მე-2 ადგილი დაიკავა, “პორტუს” შემტევმა ჰალკმა - მე-3. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, 27 წლის ტიაგო სილვამ “მილანთან” ერთად “სკუდეტო” მოიპოვა. ცნობისთვის, Samba d'Or-ის პრიზი 2008 წლიდან თამაშდება. მისი პირველი მფლობელი კაკა გახლდათ. 2009 წელს ლუიშ ფაბიანუმ იმარჯვა, 2010-ში – მაიკონმა. | |
|