22:48 გალიანი დამატებით მსაჯებს ითხოვს | |
იტალიური "მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან მოედანზე დამატებითი მსაჯების დანიშვნას ითხოვს. სერია A-ს გასულ ტურში, "მილანმა” კატანიაში ქულები იმის გამო დაკარგა, რომ არბიტრმა, რობინიოს დარტყმის შემდეგ, ბურთის მიერ კარის ხაზის გადაკვეთა ვერ დაინახა. უფრო ადრე, მსგავსი სიტუაცია "იუვენტუსთან” გამართულ მატჩშიც იყო, როდესაც "მილანს” გოლი არ ჩაუთვალეს. მსაჯობით უკმაყოფილო გალიანიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც იგი ევროტურნირების გამოცდილების გაზიარებას და მოედანზე კიდევ 2 არბიტრის დანიშვნას ითხოვს. როგორც იცით, ევროტურნირებზე, თამაშს 5 მსაჯი ემსახურება. | |
|