18:26 გალიანი შავი ფორმის წინააღმდეგ | |
როგორც MilanNews.it იტყობინება, ადრიანო გალიანი საკმაოდ ცრუმორწმუნეა და აფასებს ტრადიციებს. მაგალითად, ის ყოველთვის აკეთეტს ისე, რომ "მილანმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშოს თეთრი მაისურებით. ლონდონური მატჩის შემდეგ გალიანიმ შესაძლოა საერთოდ აუკრძალოს გუნდს წარუმატებელი შავი მაისურებით თამაში. აი მისი სიტყვები: "მინდა, რომ "მილანმა" აღარასდროს ითამაშოს შავი ფორმით. ლონდონში ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რომ "მილანი" მოედანზე სხვა ფერის მაისურებით გასულიყო, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა." ამ სეზონში "მილანმა" 3-ჯერ ითამაშა შავი ფორმით და ყველა ეს მატჩი წააგო - "ნაპოლის" წინააღმდეგ 3:1, "ლაციოს" წინააღმდეგ 2:0 და "არსენალის" წინააღმდეგ ანგარიშით 3:0. ამასთან ერთად, "მილანის" ვიცე პრეზიდენტმა გადაწყვიტა ძველი ტრადიციის აღდგენა: "მახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენი მესამე ფორმა იყო ყვითელი, რომლითაც მოვიგეთ უეფას სუპერთასი 1995 წელს, ასევე "არსენალთან" დაპირისპიერბაში." | |
|