18:19 გატუზო: ''კარიერის დასრულებას არ ვგეგმავ'' | |
''მილანის'' ვეტერანმა ნახევარმცველმა, ჯენარო გატუზომ პრეს-კონფერენცია ჩაატარა, რომელიც მხედველობასთან არსებულ პრობლემებს მიუძღვნა. შეგახსენებთ რომ ფეხბურთელი მატჩებში მონაწილეობას მას შემდეგ ვერ იღებს, რაც იტალიის სერია ა-ს მეორე ტურის შეხვედრაში ''ლაციოს'' წინაამღდეგ მან ტრავმა მიიღო. ''ჩემს კარიერაში უკვე იყო ისეთი მომენტები, როდესაც მე ვფიქრობდი რომ უარესი არაფერია. თუმცა ყოველთვის ვპოულობდი ჩემში საკმარისს ძალებს, რათა დავბრუნებულიყავი. ახლა კი კიდევ უფრო მეტი რამის გაკეთება მომიწევს ვიდრე აქამდე. შექმნილ სიტუაციაში მთავარია რომ არ დავნებდე. ვარჯიში უკვე შემიძლია, თუმცა თამაში არა, რადგან თვალებში ყველაფერს ორმაგად ვხედავ. 50 დღის მანძილზე თამაშის გარეშე კიდევ ლოდინი ოთხი თვის მანძილზეა საჭირო, იმისთვის რომ ოპერაციის ჩატარება გახდეს შესაძლებელი. ახლა პირველ რიგში არა ფეხბურთზე, არამედ ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ. ამის მიუხედავად კარიერის დასრულებას ჯერ-ჯერობით არ ვგეგმავ'', - გატუზოს ეს სიტყვები Football Italia -ს მოჰყავს.
| |
|