20:59 იბრაჰიმოვიჩმა, “არსენალის” ყოველი შეტევა მეოთხე გოლი მეგონაო | |
იტალიური "მილანის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლონდონის "არსენალთან” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 30 წლის შვედი კმაყოფილი იყო იმით, რომ წარუმატებელი პირველი ტაიმის შემდეგ, "მეთოფეებთან” ორმატჩიანი დაპირისპირება იტალიელთათვის სასიკეთოდ დასრულდა. "არსენალის” ყოველი ახალი შეტევისას მეგონა, რომ მეოთხე გოლს მივიღებდით. შესვენებისას, მასიმილიანო ალეგრიმ დაგვამშვიდა. ერთმანეთი ფეხბურთელებმაც გავამხნევეთ. პირველი ტაიმი 0:3 დავთმეთ და საქმის გამოსწორება ურთულესი იყო. ჩვენ ეს მატჩი სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ და ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ”, - ციტირებს თავდამსხმელის სიტყვებს Goal.com-ი. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში, ლონდონელებმა მილანელები 3:0 დაამარცხეს, მაგრამ ორი მატჩის ჯამში, 3:4 დამარცხდნენ და 1/4-ფინალში ადგილი "როსონერის” დაუთმეს. | |
|