09:05 იგუაინი “იუვენტუსსა” და “ჩელსის” სურთ | |
ესპანური გამოცემა Marca იანვრის სატრანსფერო სეზონში გონსალო იგუაინის მადრიდის "რეალიდან” წასვლას არ გამორიცხავს. მეტიც, ლონდონის "ჩელსიმ” და ტურინის "იუვენტუსმა” უკვე მიმართეს "სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობას და არგენტინელის სატრანსფერო ფასს დაეკითხნენ. აღსანიშნავია, რომ 24 წლის თავდამსხმელი თავისი მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა. თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თამაში ძირითად შემადგენლობაში მისმა უშუალო კონკურენტმა, ქარიმ ბენზემამ დაიწყო. La Stampa-ს ცნობით, "იუვენტუსის” ხელმძღვანელები მადრიდელებს იგუაინის სანაცვლოდ 29 მილიონ ევროს შესთავაზებენ. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი "რეალში” 2006 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 142 მატჩი და 81 გოლია. | |
|