aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 24 » იოვეტიჩი “ჯენოასთან” ითამაშებს
14:26
იოვეტიჩი “ჯენოასთან” ითამაშებს

ფლორენციიის "ფიორენტინას” ჩერნოგორიელმა ფორვარდმა სტევან იოვეტიჩმა ტრავმა მოიშუშა და თუ მწვრთნელი ისურვებს, კვირას "ჯენოას” წინააღმდეგ ითამაშებს.

Football Italia-ს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელს თითქმის მთელი თვე გაუცდა. იოვეტიჩს კუნთების პრობლემები ჰქონდა, ამასობაში კი, მის გუნდს საქმეები არცთუ კარგად მისდიოდა, გასულ ტურში კი, "იუვენტუსთან” საკუთარ მოედანზე 0:5 განადგურდა.
იოვეტიჩმა "მონტეკატინის” წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავდასხმის ხაზში ამაურის შეუწყვილდა და ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო მისმა გუნდმა 12:1 იმარჯვა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში, იოვეტიჩმა 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა. 

კატეგორია: ფიორენტინა | ნანახია: 553 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]