14:32 „იუვე“ წინ გაიჭრა | |
იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში, ტურინის „იუვენტუსმა" აქამდე მასთან ერთად გათამაშების სათავეში მყოფ „ლაციოს" გასვლაზე სძლია, რის შემდეგაც, „ბებერი ქალბატონი" გათამაშებას სათავეში ერთპიროვნულად მოექცა. დედაქალაქში ჩატარებულ შეხვედრაში, ორივე გუნდის კართან, არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ გოლი მხოლოდ ერთი გავიდა, რომელმაც კმაყოფილები „იუვენტუსის" გულშემატკივრები დატოვა. 34-ე წუთზე, ტურინელთა კონტრშეტევის დროს, მარცხენა ფლანგიდან მატრის მიერ გაკეთებულ გადაცემას პეპე გამოეხმაურა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრიდან დარტყმით, „იუვენტუსს" 3 ქულა მოუტანა. ბოლო 6 მატჩიდან მეხუთეში დაკარგა ქულები „ნაპოლიმ", რომელიც ბერგამოში გამართულ მატჩში მარცხს ბოლო წამებზე გატანილი გოლით გადაურჩა. „ატლეტი აძურიზე" ჩატარებულ შეხვედრაში, მასპინძლებმა ანგარიში 64-ე წუთზე გახსნეს, მას შემდეგ, რაც „ატალანტას" საუკეთესო ბომბარდირმა, ხერმან დენისმა მეკარესთან პირისპირ გასვლით იხეირა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე, მეკარის საჯარიმო მოედნის ხაზთან მდგომმა კავანიმ თანაგუნდელის დარტყმას მიმართულება შეუცვალა და ქულების გამყოფი გოლი გაიტანა. ლეჩე-კატანია 0:1 (0:0) ლეჩე, "ვია დელ მარე” ლეჩე (4-4-1-1): ბენასი, ოდო, ტომოვიჩი, ესპოზიტო, ბრივიო, კუარდადო, სტრასერი, ობოდო (კორვია 73), ოლივერა (პიატი 23), ბერტოლაჩი, მურიელი (ოფერე 85). მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო. კატანია (5-3-2): ანდუხარი, ისკო (ბარიენტოსი 74), ბელუსკი, ლეგროტალიე, პოტენცა, მარკეზე, ალმირონი, ლოდი, დელვეკიო (ბიაჯანტი 56), გომესი, ბერგესიო (ლოპესი 65). მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა. გოლი: 0:1 ბარიენტოსი (90). გაფრთხილებები: კუარდადო 38, ბრივიო 60, სტრასერი 67, ესპოზიტო 88 - მარკეზე 33, ანდუხარი 90+4. მსაჯი: სებასტიანო პერუცო. ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (3)-12 (7), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 2-5, სეივი: 8-8, ჯარიმა: 19-17. ნოვარა-პარმა 2:1 (0:1) ნოვარა, "სილვიო პიოლა” ნოვარა (4-3-1-2): ფონტანა, მორგანელა, დელაფიორე (ლუდი 24), სენტურიონი, ჯემიტი, პორკარი, რადოვანოვიჩი, რიგონი, პინარდი (მაცარანი 32), რუბინო, ჟედა (გრანოშე 61). მწვრთნელი: ატილიო ტესერი. პარმა (4-4-1-1): მირანტე, ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, რუბინი (ჟადიდი 84), ბიაბიანი, მორონე (კრესპო 82), გალოპა, ვალიანი, ჯოვინკო, პელე (ედუარდო 74). მწვრთნელი: ფრანკო კოლომბა. გოლები: 0:1 სენტურიონი (29, ს.კ.), 1:1 რუბინო (70), 2:1 რიგონი (78). გაფრთხილებები: რუბინი 67, მორონე 74. გაძევება: ჯემიტი 87. მსაჯი: დინო ტომაზი. ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 9 (6)-13 (5), კუთხური: 1-6, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-15. ატალანტა-ნაპოლი 1:1 (0:0) ბერგამო, "ატლეტი აძური” ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, მაზიელო, ლუკინი, მანფრედინი, პელუზო, სკელოტო, ჩიგარინი (ბონავენტურა 85), კარმონა, პადოინი, მორალესი (მარილუნგო 82), დენისი (გაბიადინი 90+1). მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო. ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი, ფერნანდესი (მაჯო (68), კანავარო, კამპანარო, სუნიგა, გარგანო, ძემაილი (სანტანა 74), დოსენა, ჰამშიკი, პანდევი (ლავესი 62), კავანი. მწვრთნელი: ვალტერ მაცარი. გოლები: 1:0 დენისი (64), 1:1 კავანი (90+3). გაფრთხილებები: სკელოტო 37, ჩიგარინი 79, კონსილი 90 - ძემაილი 5, კამპანარო 33, სუნიგა 41, ფერნანდესი 55. მსაჯი: დანიელე ორსატო. ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 9 (5)-7 (3), კუთხური: 1-6, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 13-13. ლაციო-იუვენტუსი 0:1 (0:1) რომი, "ოლიმპიკო” ლაციო (4-3-1-2): მარკეტი, კონკო, დიაკიტე, სტანკევიჩუსი, რადუ, ბროკი (გონსალესი 46), ლედესმა, ლულიჩი (სკული 72), ერნანესი, კლოზე, როკი (სისე 64). მწვრთნელი: ედოარდო რეია. იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, კიელინი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, პეპე (ესტიგარიბია 81), მატრი (კვალიარელა 84), ვუჩინიჩი (ჯაკერინი 66). მწვრთნელი: ანტონიო კონტე. გოლი: 0:1 პეპე (34). გაფრთხილებები: ლედესმა 67, სკული 79 - მარკიზიო 56. მსაჯი: ჯანლუკა როკი. ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 15 (9)-15 (6), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 4-3, სეივი: 5-9, ჯარიმა: 19-11. 1. იუვენტუსი 11 7 4 0 19:7 25 2. უდინეზე 12 7 3 2 15:6 24 3. ლაციო 12 6 4 2 16:9 22 4. მილანი 11 6 3 2 23:14 21 5. რომა 12 5 2 5 15:14 17 6. კატანია 12 4 5 3 14:18 17 7. ნაპოლი 11 4 4 3 14:8 16 8. პალერმო 11 5 1 5 14:15 16 9. ჯენოა 10 4 3 3 14:12 15 10. კიევო 11 4 3 4 10:12 15 11. პარმა 12 5 0 7 15:20 15 12. სიენა 11 3 5 3 14:10 14 13. ატალანტა 12 5 5 2 16:15 14 14. ფიორენტინა 11 3 4 4 10:9 13 15. კალიარი 11 3 4 4 10:12 13 16. ინტერი 10 3 2 5 13:17 11 17. ნოვარა 12 2 4 6 14:21 10 18. ბოლონია 11 3 1 7 9:17 10 19. ლეჩე 12 2 2 8 9:19 8 20. ჩეზენა 11 1 3 7 4:13 6 ბომბარდირები დენისი („ატალანტა") – 9, დი ნატალე („უდინეზე") – 8, ჯოვინკო („პარმა") – 7, კლოზე („ლაციო") – 6, პალასიო („ჯენოა"), იოვეტიჩი („ფიორენტინა"), ოსვალდო („რომა"), იბრაჰიმოვიჩი („მილანი"), მარკიზიო („იუვენტუსი"), მატრი („იუვენტუსი") – 5. 27 ნოემბერი კალიარი-ბოლონია; ჩეზენა-ჯენოა; პალერმო-ფიორენტინა; სიენა-ინტერი; მილანი-კიევო. | |
|