aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 29 » კალაძე: “საქართველოს გარეშე თავი ვერ წარმომიდგენია”
16:02
კალაძე: “საქართველოს გარეშე თავი ვერ წარმომიდგენია”
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და “ჯენოას” ცენტრალურმა მცველმა კახა კალაძემ უკრაინულ გამოცემა gazeta.ua-ს ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, ცხოვრებას სამშობლოში აპირებს.
“მე იქ დავიბადე, გავიზარდე და საკუთარი თავი ამ ქვეყნის გარეშე ვერ წარმომიდგენია. იტალიაში და უკრაინაში ბევრი მეგობარი მყავს. კიევში ხშირად არ ჩავდივარ, მხოლოდ მაშინ, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს. თუმცა, ყოფილ დინამოელებთან, ვისთან ერთადაც მითამაშია, კავშირს ვინარჩუნებ. განსაკუთრებით “შევასთან”, რომელსაც არა მხოლოდ ვხვდები ხოლმე, არამედ ტელეფონითაც ხშირად ვესაუბრები”, – თქვა კალაძემ.
გარდა ამისა, კახამ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად იტალიური სამზარეულო მოსწონს:
“მილანში რომ ჩავედი, იტალიურად სიტყვაც არ ვიცოდი. ფონს ინგლისურით გავდიოდი. თუმცა, მთავარი ეს არ არის. მე ხომ კიევიდან ჩავედი, პომპეზური ქალაქიდან. პირველად მილანი რომ ვნახე, გავიფიქრე: “ეს სად მოვხვდი? რა ნაცრისფერი ქალაქია”. თუმცა, შემდეგ მივეჩვიე. ახლა ყველაზე მეტად იტალიური სამზარეულო მიყვარს”.
კატეგორია: ჯენოა | ნანახია: 570 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.6/7
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]