23:22 კარიერის დასრულებაზე არც დიდა ფიქრობს | |
ცნობილი ბრაზილიელი მეკარე ნელსონ დიდა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს და ახალი გუნდის ძიებაშია. “ახლა ბრაზილიაში ვარ. ჯერჯერობით, ისევ უგუნდოდ ვარ, მაგრამ რამდენიმე კლუბიდან შემოთავაზებები უკვე მივიღე. ფეხბურთს, სულ ცოტა, კიდევ 2 წელი ვითამაშებ. კარიერის დასრულება ბრაზილიაში მსურს”, - განაცხადა 38 წლის მეკარემ. შეგახსენებთ, რომ დიდამ იტალიური “მილანი” 2010 წელს დატოვა და მას შემდეგ უკლუბოდაა. მან “როსონერის” კარი 206 მატჩში დაიცვა. | |
|