11:08 კასანო პასუხს ორშაბათს მიიღებს | |
მომავალი კვირის დასაწყისში, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის” ფორვარდი ანტონიო კასანო, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ათი ექიმისგენ შემდგარი კომისიის წინაშე წარსდგება, გამოკვლევას გაივლის და შესაძლოა, თამაშის უფლებაც მიიღოს. Football Italia-ს ცნობით, 29 წლის კასანომ, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში გულზე ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა, ოროდე დღის წინ ვარჯიში განაახლა, თუმცა, სპეციალური ნებართვის გარეშე, ის მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. "სამპდორიასი”, "რეალის”, "რომასა” და "ბარის” ყოფილი ფეხბურთელი, სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის და მისი ბედიც ამის შემდეგ გაირკვევა. "სანამ კომისიისგან თანხმობას არ მიიღებს, მე მის გამოყენებას ვერ შევძლებ. ვიმედოვნებ, ანტონიო სეზონის ბოლომდე დაგვიბრუნდება”, - განაცხადა "მილანის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო
| |
|