17:32 კასანო საავადმყოფოში მოათავსეს, სავარაუდო დიაგნოზი იშემიაა | |
გუშინ, იტალიური “მილანის” ბანაკიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გამოვიდა – გუნდის თავდამსხმელი, ანტონიო კასანო საავადმყოფოში ჯერაც დაუდგენელი დიაგნოზით მოათავსეს. Reuters-ის ცნობით, კასანო შეუძლოდ რომიდან დაბრუნების დროს, თვითმფრინავში გახდა და იგი საავადმყოფოში მილანში ჩასვლისთანავე მოათავსეს. ზუსტი დიაგნოზი დადგენილი ჯერ კიდევ არაა, მაგრამ ცნობილია, რომ 29 წლის თავდამსხმელს მეტყველება და მოძრაობა უჭირს. დღეს, გავრცელდა კასანოს სავარაუდო დიაგნოზი. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის დაავადების რაობა ვერ დადგინდა, იგი ნევროლოგთან გააგზავნეს. არსებობს მოსაზრება, რომ კასანო იშემიითაა დაავადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელის ტვინს სისხლი საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება. ამჟამად, ყველა საბოლოო დიაგნოზის მოლოდინშია, მაგრამ ის კი გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ კასანო “მილანის” უახლოეს მატჩებს გამოტოვებს. | |
|