13:08 კიელინი მთავარ მეტოქედ “ინტერს” მიიჩნევს | |
დამდეგ კვირა დღეს, იტალიის სერია А-ს 29-ე ტურში ტურინის "იუვენტუსი” მილანის "ინტერს” მიიღებს. "ბებერი სინიორა” სკუდეტოს დასაკუთრებისთვის იბრძვის, ტურინელები სატურნირო ცხრილის ლიდერ "მილანს” ოთხი ქულით ჩამორჩებიან, მიუხედავად ამისა, "ბიანკონერის” მცველი ჯორჯო კიელინი მთავარ მეტოქედ "ინტერს” მიიჩნევს. "ამ დროისთვის "ინტერი” პრესისთვის ძველებურად აქტუალური აღარ არის, თუმცა "ნერიაძური” ჩვენი მთავარი კონკურენტია. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს შეხვედრა კვირის ცენტრალური მატჩია”, – საუბრობს კიელინი. "ინტერს” მძიმე დროება უდგას, ჩვენ კი ბევრად კარგ ფორმაში ვართ, ვიდრე "ნერიაძური”. ვიმედოვნებ, რომ ეს სეზონი "იუვენტუსისთვის” ახალი ერის დასაწყისი იქნება”, – დაასრულა "იუვეს” მცველმა. ცნობისთვის, მატჩი "იუვენტუსსა” და "ინტერს” შორის კვირას, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. | |
|