aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 2 » კივუ “ინტერის” შემოთავაზებას ელის
15:53
კივუ “ინტერის” შემოთავაზებას ელის

მილანის "ინტერის” მცველის, კრისტიან კივუს აგენტმა ვიქტორ ბეკალმა თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

"უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ კივუ "ნაპოლიში” არ ითამაშებს. ეს ჟურნალისტების მოგონილია. პირადად ჩემთვის, ნეაპოლიდან არავის დაურეკავს. რაც შეეხება "ინტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას, ამ საკითხზე, ჯერჯერობით, საუბარი არც ყოფილა. შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდას მარტის მიწურულს მივუსხდეთ. კრისტიანს მილანში დარჩენა სურს, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, არც ამაზე იდარდებს. სხვა კლუბების შემოთავაზებები მრავლად გვაქვს და თუ დაგვჭირდა, მათ განხილვას დავიწყებთ”, - განუცხადა ბეკალმა Football Italia-ს.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის კივუ "ნერაძურიში” 2007 წლიდან ირიცხება. მან "ინტერის” მაისურით 145 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.
კატეგორია: ინტერი | ნანახია: 589 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]