17:53 “კორინთიანსს” პატუ მოუნდა | |
ბრაზილიურ "კორინთიანსს” იტალიური "მილანის” ახალგაზრდა ფორვარდის – ალეშანდრ პატუს გადაბირება სურს. ამის შესახებ ბრაზილიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა – დუილიუ ალვესმა განაცხადა. "დიახ, ჩვენ პატუს შეძენით ნამდვილად დაინტერესებულნი ვართ. ჯერჯერობით, საქმე კონკრეტულ წინადადებამდე არ მისულა. ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ მოვლენებს, რაც "მილანში” პატუს გარშემო ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი კალიბრის თავდამსხმელზე უარს ვერ ვიტყვით”, - ციტირებს ალვესის სიტყვებს Terrikon-ი. შეგახსენებთ, რომ 22 წლის პატუ "როსონერიში” 2007 წლიდან ასპარეზობს. მან მილანელთა მაისური 142-ჯერ მოირგო და 61 გოლი მიითვალა.
| |
|