aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 15 » კუალიარელა “იუვენტუსის” დატოვებას გამორიცხავს
16:01
კუალიარელა “იუვენტუსის” დატოვებას გამორიცხავს
ფაბიო კუალიარელა “იუვენტუსიდან”წასვლას არ აპირებს. დადიოდა ხმები იმის თაობაზე, რომ მას ტურინიდან გადაბარგება სურდა, რადგან მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა სერია ა–ს გათამაშებაში მოედანზე მხოლოდ 125 წუთი დაჰყო, ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობის საშუალება კი ერთადერთხელ, იტალიის თასზე მიეცა. ყველაფრის მიუხედავად, როგორც ჩანს, თავდამსხმელი გუნდში თავს კარგად გრძნობს:“ტურინის დატოვებაზე არ ვფიქრობ. კონტემ მაგრძნობინა, რომ მენდობა და ჩემი სჯერა. გასაკვირი იმაში არაფერია, რომ თამაში ყველას სურს, თუმცა გუნდის კეთილდღეობისთვის მზად ვარ, მწვრთნელის ყველა გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდო. უბრალოდ დაველოდები ჩემს შანსს.” –განაცხადა კუალიარელამ.
კატეგორია: მილანი | ნანახია: 603 | დაამატა: USER | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]