11:03 კვალიარელა : “იმისთვის ვცხოვრობ, რომ გოლები გავიტანო” | |
ფაბიო კვალიარელას სკუდეტოზე ლაპარაკი არ სურს.ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ტელეარხთან საუბარში იტალიელმა ფორვარდმა ბებერი ქალბატონის ამბიციებზე ისაუბრა : “მწვრთნელი ხშირად გვახსენებს გასული ორი სეზნის შედეგებს.ახლა ყველაზე მთავარი საკუთარ თავთან მუშაობაა, სკუდეტოზე საუბარი არ ღირს.ტიტულზე უმჯობესია მარტში დავიწყოთ ფიქრი, როცა გაცილებით მეტი გახდება ცნობილი.იტალიურ გრანდებს შორის “მილანს” გამოვყოფდი, რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და პატოს სახით საუცხოო წინახაზი ჰყავს.აღსანიშნავია “ნაპოლიც”, თუმცა ნურც “ლაციოსა” და “უდინეზეს” ჩამოვწერთ.იტალიის თასი ? – ეს ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.1/4 ფინალში გასასვლელად ყველაფერი გავაკეთეთ, დამიჯერეთ, კოპას მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. “რომა ? – ამ გუნდს ახლა საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას, განსაკუთრებით ფლორენციაში მარცხისა და სამი ფეხბურთელის დაკარგვის შემდეგ.თუ ჯილიაროსის გავუტან, გატანილ გოლს იმ კლუბს მივუძღვნი, რომელმაც უმძიმესი ტრავმის შემდეგაც ნდობა გამომიცხადა, ასევე იმ გულშემატკივრებს, რომლების იმ დროის მანძილზე ერთი წუთითაც არ მტოვებდნენ მარტო.“ “იმისთვის ცხოვრობ, რომ გოლები გავიტანო.მათ გარეშე – ჩემთვის წარმოუდგენელია.”ჩეზენასთან” მატჩში მიზნამდე ცოტა დამაკლდა, არ გამიმართლა.ეპიზოდი, რომელშიც ჩემი დარტყმული ლიხშტაინერმა “მოიგერია” ? – ეგ არაფერი, სტეფანმა იმ მომენტის გამო უკვე მომიბოდიშა, მატჩის შემდეგ შვეიცარიული შოკოლადი მაჩუქა.“ “გუნდში იგრძნობა, რომ ეს ერთიანი კოლექტივია.რთული სამი წლის შემდეგ ძლიერები ვართ და ეს, დამატებითი მოტივაციაა.“ | |
|