11:06 კლოზემ გოლის გემო გაიხსენა და „ლაციოს“ მოაგებინა | |
სერია A-ს მე-15 ტურში, რომის „ლაციომ" ლეჩეში იმარჯვა და ლიდერთან ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. დედაქალაქელები 3 ქულის მოპოვებას მიროსლავ კლოზეს უნდა უმადლოდენ. გერმანელმა თავდამსხმელმა 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კლოზეს სერია A-ში გოლი გატანილი 30 ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა. ვეტერანმა შემტევმა მშრალი სერია გუშინდელი შეხვედრის 28-ე წუთზე შეწყვიტა, როდესაც გოლად დიაკიტეს გადაცემა აქცია და მე-12 წუთზე დი მიკელეს მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი გაქვითა. მე-2 ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც კლოზეს გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა კანამ წინ სტუმრები გაიყვანა. 59-ე წუთზე, ფერარიომ რომაელი მცველების შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, კლოზემ თავური დარტყმით იხეირა და გუნდს 3 ქულა მოუტანა. ბოლო 4 თამაშიდან მესამე მოიგო „ინტერმა", რომელმაც საკუთარ კედლებში „ფიორენტინა" დაამარცხა. მილანელებმა ანგარიში 41-ე წუთზე გახსნეს, როდესაც კოუტინიოს გადაცემის შემდეგ, პაცინიმ წინგამოსულ მეკარეს ბურთი თავზე მახვილი კუთხიდან გადაუგდო. მე-2 ნახევარი 4 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ფლორენციელმა მცველმა ბურთის საჯარიმოდან გამოტანის დროს, იგი ნაგატომოს მოარტყა, რასაც შეხვედრის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოჰყვა. ლეჩე-ლაციო 2:3 (1:1) ლეჩე, "ვია დელ მარე” ლეჩე (4-1-4-1): ბენასი, ოდო, ტომოვიჩი (ჯანდონატო 46/გროსმიულერი 56), ფერარიო, მესბა, ობოდო, კუარდადო, ჯაკომაცი, ოლივერა, დი მიკელე, მურიელი (პიატი 81). მწვრთნელი: სერსე კოზმი. ლაციო (4-3-1-2): მარკეტი (კარისო 62), სტანკევიჩუსი, დიაკიტე, ბიავა (კანა 46), რადუ, გონსალესი, ლედესმა, ლულიჩი, ერნანესი, კლოზე, როკი (სისე 46). მწვრთნელი: ედოარდო რეია. გოლები: 1:0 დი მიკელე (12, პენ), 1:1 კლოზე (28), 1:2 კანა (48), 2:2 ფერარიო (59), 2:3 კლოზე (87). გაფრთხილებები: ოლივერა 17, ჯაკომაცი 75 - მარკეტი 12, ერნანესი 69. მსაჯი: კამინე რუსო. ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 11 (7)-9 (4), კუთხური: 3-1, თამაშგარე: 3-2, სეივი: 1-5, ჯარიმა: 15-14. სიენა-ჯენოა 0:2 (0:0) სიენა, "არტემიო ფრანკი” სიენა (4-4-2): ბრკიჩი, ვიტიელო, კონტინი, ტერცი, დელ გროსო (როსი 59), გროსი (მანინი 65), დ’აგოსტინო (ლარონდო 77), გაცი, ბრიენცა, კალაიო, დესტრო. მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო. ჯენოა (4-3-1-2): ფრეი, მესტო, გრანქვისტი, დაინელი, მორეტი (იანკოვიჩი 72), როსი, ველოზუ (სეიმური 58), კონსტანტი, მერკელი, პალასიო, ზე ედუარდო (პრატო 55). მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი. გოლები: 0:1 როსი (57), 0:2 პალასიო (90+1). გაფრთხილებები: როსი 68, გაცი 74, კონტინი 89, ბრიენცა 90+2 - ზე ედუარდო 38, კონსტანტი 90+2. მსაჯი: მარკო გუიდა. ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 7 (2)-11 (4), კუთხური: 8-6, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-1, ჯარიმა: 16-13. ინტერი-ფიორენტინა 2:0 (1:0) მილანი, "ჯუზეპე მეაცა” ინტერი (4-4-2): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო, ფარაონი, მოტა, კამბიასო, კოუტინიო (მუნტარი 62), მილიტო (სარატე 64), პაცინი მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი. ფიორენტინა (4-4-2): ბორუცი, დე სილვესტრი, გამბერინი, ნატალი, პასკუალი, ბეჰრამი, მუნარი (სალიფუ 52), ლაცარი (ხარჟა 75), ვარგასი, ჯილარდინო, ლიაიჩი (სილვა 65). მწვრთნელი: დელიო როსი. გოლები: 1:0 პაცინი (41), 2:0 ნაგატომო (49). გაფრთხილებები: მაიკონი 38 - გამბერინი 51. მსაჯი: პაოლო ტალიავენტო. ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 15 (7)-6 (1), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-5, ჯარიმა: 13-12. პალერმო-ჩეზენა 0:1 (0:0) პალერმო, "რენცო ბარბერა” პალერმო (4-3-1-2): ბენუსი, პიზანო, სილვესტრე, მუნიოსი, ბალცარეტი, აკუა (მანტოვანი 68), ბაჩინოვიჩი (ბერტოლო 34), ბარეტო, ილიჩიჩი, მიკოლი, პინილია (ლორესი 62). მწვრთნელი: დევის მანჯა. ჩეზენა (4-2-3-1): რავალია, ჩეკარელი, ფონ ბერგენი, როდრიგესი, როსი, პაროლო, გუანა, მუტუ (ჯოკოვიჩი 78), კანდრევა, გეცალი, ედერი (ბოგდანი 73). მწვრთნელი: დანიელე არიგონი. გოლი: 0:1 მუტუ (63). გაფრთხილებები: აკუა 53, მუნიოსი 61 - გეცალი 45, როდრიგესი 59, ედერი 73, როსი 75. გაძევება: მუნიოსი 64. მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე. ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 9 (5)-18 (7), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 5-2, სეივი: 6-8, ჯარიმა: 14-15. 1. იუვენტუსი 13 8 5 0 24:10 29 2. ლაციო 14 8 4 2 22:11 28 3. მილანი 13 8 3 2 29:14 27 4. უდინეზე 13 8 3 2 16:6 27 5. ნაპოლი 13 5 5 3 21:13 20 6. პალერმო 14 6 2 6 16:16 20 7. ჯენოა 13 5 3 5 16:16 18 8. კალიარი 13 4 5 4 12:13 17 9. ინტერი 13 5 2 6 16:18 17 10. რომა 13 5 2 6 15:17 17 11. კატანია 13 4 5 4 14:19 17 12. ფიორენტინა 14 4 4 6 13:13 16 13. პარმა 13 5 1 7 15:20 16 14. კიევო 13 4 4 5 10:16 16 15. ატალანტა 13 5 6 2 16:15 15 16. სიენა 14 3 5 6 14:14 14 17. ბოლონია 13 4 2 7 11:18 14 18. ჩეზენა 14 3 3 8 7:15 12 19. ნოვარა 13 2 4 7 14:24 10 20. ლეჩე 14 2 2 10 13:26 8 ბომბარდირები დენისი („ატალანტა") – 10, დი ნატალე („უდინეზე") – 9, იბრაჰიმოვიჩი („მილანი"), კლოზე („ლაციო") – 8, ჯოვინკო („პარმა"), კავანი („ლაციო") – 7, მატრი („იუვენტუსი"), იოვეტიჩი („ფიორენტინა"), მარკიზიო („იუვენტუსი"), პალასიო („ჯენოა") – 6. 11 დეკემბერი ატალანტა-კატანია; ბოლონია-მილანი; კალიარი-პარმა; უდინეზე-კიევო; ნოვარა-ნაპოლი. 12 დეკემბერი რომა-იუვენტუსი. | |
|