18:32 ლუის ენრიკე: "სამწუხაროდ, "მილანსა" და ჩვენს შორის დიდი სხვაობაა" | |
იტალიური "რომას" ესპანელმა თავკაცმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ გაწბილებულია "მილანთან" სერია A-ს მატჩში წაგებით (2:3) უფრო კი თამაშის ხარისხზე წუხს. "პირველ ტაიმში საგოლე მომენტი არ შეგვიქმნია. მთელი კვირის განმავლობაში ვაანალიზებდით დაცვაში შეცდომებს, მაგრამ მაინც ბევრი ხარვეზი იყო. მაგალითად, ჩვენმა მცველმა ნიკოლას ბურდისომ ბრძოლაში გაიტანა "მილანის" კარში, ალესანდრო ნესტამ კი ისე შეაგდო, გეგონებოდა, თავდამსხმელიაო. სრული თავისუფლება ჰქონდა. სამწუხაროდ, "რომასა" და "მილანს" შორის დიდი სხვაობაა. "რომა" დიდი გუნდი არაა, მაგრამ მოუმატებს. უბრალოდ, ბევრ ფეხბურთელს გამოცდილება არ ჰყოფნის და სწორედ ამის ბრალია კონცენტრაციის ნაკლებობა. როცა რომში ჩამოვედი, ყველამ იცოდა, როგორი ფეხბურთის ჩვენება მინდოდა. გამოცდილებისა და კონცენტრაციის გარდა, სიმძლავრეც არ გვყოფნის, რაზეც პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ" – განუცხადა ლუის ენრიკემ football Italia-ს. | |
|