aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » მანჩინი ტევესს შეურიგდა
17:45
მანჩინი ტევესს შეურიგდა
როგორც მოგეხსენებათ, ტევესსა და მანჩინის შორის კონფლიქტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ დაიწყო. იტალიელმა სპეციალისტმა არგენტინელს მოედანზე შესვლა თუმცა მისგან უარი მიიღო. ამის გამო კი მანჩინიმ ტევესი განაცხადიდანაც კი ამოაგდო და კლუბმაც არგენტინელს ჯარიმის სახით საკმაოდ სოლიდური თანხა გამოუწერა.

ახლა კი კარლოსმა ამ ფაქტის გამო ბოდიში მოუხადა, მანჩინის და კლუბის გულშემატკივრებს, რის შემდეგაც რობერტო მანჩინიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტევესის ბოდიში მიღებულია.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ კარლოსმა ბოდიში მოიხადა. ეს ყველაფერი მე ხუთშაბათს გავიგე და შემიძლია ვთქვა, რომ მისი ბოდიში მიღებულია. ახლა მას აქვს შანსი, რომ კიდევ ერთხელ წარმოიჩინოს "სიტის" შემადგენლობაში თავი. მართალია მას დიდი ხნის მანძილზე არ უთამაშია და ფორმიდანაც არის ამოვარდნილი, მაგრამ იგი 2-3 კვირა ფორმის აღსადგენათ გაივლის ვარჯიშებს." - განაცხადა მანჩინიმ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 546 | დაამატა: superman | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]