aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 19 » ფაბიო კუალიარელას მატჩის შემდგომი ინტერვიუ
14:54
ფაბიო კუალიარელას მატჩის შემდგომი ინტერვიუ
სულ რამდენიმე წუთის წინ ტურინის "იუვენტუსმა” დაამარცხა "ნოვარა” ანგარიშით 2-0. მეორე გოლი მატჩში გაიტანა ფაბიო კუალიარელამ, რომელმაც გატეხა ნავსი, რამეთუ უკანასკნელად მეტოქის კარის აღება მან განვლილი წლის 18 დეკემბერს შეძლო. მატჩის დასრულებამდე მას ჟურნალისტები გაესაუბრენ და tuttojuve გვთავაზობს ამ ინტერვიუს.

შენ შეძელი გოლის გატანა ფაქტიურად ერთ წლიანი პაუზის შემდეგ. როგორ შეაფასებდი ამ მომენტს ?

- "მართლაც, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც მე შევძელი მეტოქის კარის დალაშქვრა. საოცარი გრძნობა იყო, რადგან მე ვემზადებოდი ამისთვის და ვეცადე ყველაფერი შემესრულებინა იდეალურად, როგორც კონტე ამას ითხოვდა ჩემგან.”

შეგიძლია გაგვიმხილო ვის მიუძღვენი ეს გოლი, როგორც ჩვენ შევამჩნიეთ ხელს სათადარიგოთა სკამისაკენ იშვერდი…

- "გოლი ლუკა ტონისა და მარკო სტორარის მივუძღვენი, რადგან ისინი მამხნევებდნენ მატჩის დასაწყისში და მთხოვეს, თუკი გოლს გავიტანდი მათთან მივსულიყავი და ეს წამები გამეზიარებინა.”

ეს გოლი აქარწყლებს ჭორებს, რომლებიც თქვენ სხვადასხვა გუნდებთან გაკავშირებდათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენ გუნდში რჩები ?

- "მე ყოველთვის ვდუმდი ამ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან ვიცი თუ რა უზარმაზარ პატივს მცემენ ჩემი თანაგუნდელები და მწვრთნელი. ჭორები არაფერს ნიშნავს, ყველაფერი მინდორზე წყდება.”
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 523 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/6
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]