20:58 მაროტა: “ახლა იუვენტუსს მძიმე პერიოდი აქვს” | |
"მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი კმაყოფილებას გამოთქვამს სერია ა-ს 26-ე ტურის მატჩზე, რომელიც მისმა გუნდმა "პალერმოსთან” გამართა. გალიანიმ განსაკუთრებულად აღნიშნა ზლატან იბრაჰიმოვიჩის წვლილი ზემოთხსენებულ თამაშში, რომელმაც 3 გოლი გაიტანა მეტოქის კარში. "იბრაჰიმოვიჩი სასწაულებს ახდენს! რათქმა უნდა ასევე არაჩვეულებრივ ფორმაში არიან რობინიო, ელ-შაარავი, ტიაგო სილვა და ნახევარდაცვაც საკმაოდ კარგად გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ "მილანი” ძველ დიდებას იბრუნებს და ძალიან მალე გამარჯვებების სერია ტრიუმფამდე მიგვიყვანს”. | |
|