15:17 მარტინ კასერესის მატჩისშემდგომი კომენტარი | |
მარტინ კასერესის განცხადებით, "იუვენტუსი” უკვე "ჯენოასთან” გასამართ შეხვედრაზეა გადართული. 24 წლის ურუგვაელმა მცველმა ანდრეა ბარძალის და ჯორჯო კიელინის არყოფნაში დაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი. ფეხბურთელი კმაყოფილი იყო გუნდის მიერ ჩატარებული მეორე ტაიმით:"ჩვენ გამოვიჩინეთ მებრძოლი სული და ვიმსახურებდით გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ბოლონიიდან მხოლოდ ერთი ქულის წამოღება დასანანია, თუმცა ახლა აქცენტს უკვე "ჯენოაზე” გავაკეთებთ. "მარასიზე” გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავალთ.” – განაცხადა კასერესმა.
მიმაგრება: სურათი 1 | |
|