18:15 მარცვალაძემ ნდობა გაამართლა | |
"კრასნოდარის” ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგის განვლილ ტურში "ვოლგასთან” მოგებულ (2:0) შეხვედრაში ანგარიში გახსნა, გამოცემა "სპორტ-ექსპრესთან” საუბარში აღნიშნა, რომ ნიჟნი ნოვგოროდში კვლავ ჩასვლით გამოწვეული გრძნობების გადმოცემა უჭირს. ოთარ მარცვალაძე: "რთულია იმ გრძონების გადმოცემა, რომელიც "ლოკომოტივის” სტადიონზე კიდევ ერთხელ გასვლის შემდეგ დამეუფლა. ალბათ დაახლოებით იგივეა, როცა 20 წლის შემდეგ სახლში ბრუნდები”. - სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდებით. "ვოლგასთან” მატჩში მწვრთნელებმა ის ფაქტი გაითვალისწინეს, რომ დაპირისპირება ყოფილ კლუბთან გიწევდათ? - ვფიქრობ, რომ სწორედ ასე იყო. ჩემი აზრით, გოლის გატანის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ მწვრთნელების ნდობა გავამართლე. მადლობელი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომცეს. "კრასნოდარის” მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა ახსნა, თუ რატომ დააყენა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში. - ჩვეულებისამებრ, მარცვალაძე მოედანზე შეცვლაზე შედის ხოლმე და განვლილ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ადგილი რატომ მიიღო? - იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ "ვოლგაში” თამაშობდა. გარდა ამისა, ჟოაზინიო ბოლო პერიოდში ბევრს თამაშობდა და მას 3 ყვითელი ბარათი ჰქონდა. ჩვენ არ გვსურდა, რომ კრასნოდარული დერბის წინ მეოთხე ბარათი მიეღო. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მარცვალაძემ 7 გოლი გაიტანა. აქედან, 5-ჯერ მეტოქის კარი "ვოლგაში” თამაშისას აიღო, ხოლო ორჯერ - "კრასნოდარში”.
| |
|