12:05 მექსეს მილანის დატოვება არ სურს | |
მილანის ცენტრალური მცველი ფილიპ მექსე აცხადებს, რომ მას ალეგრისთან არანაირი პრობლემა არ აქვს და არც მილანის დატოვება არ სურს:
"მე არასდროს მქონია ალეგრისთან პრობლემა და არც მილანის დატოვება მსურს, რადგან აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ, ერთადერთი რაზეც ახლა ვფიქრობ - ეს კვირას გასამართი დერბია, სადაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ". - აცხადებს მექსე.
მან ასევე იუვენტუსსა და მილანის შანსებზე ისაუბრა სკუდეტოსთვის ბრძოლაში:"ძალიან გაგვიხარდა იუვენტუსის ფეხის დაცდენა ლეჩესთან, თუმცა ეს მილანის ჩემპიონობისთვის არ კმარა, ჩვენ უბრალოდ უნდა მოვიგოთ დარჩენილი 2 მატჩი და იმედი ვიქონიოთ. რომ ბიანკონერი კიდევ დაკარგავს ქულებს".
შეგახსენებთ, რომ მილანური დე ლა მადონინა თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. ამავე დროს იუვენტუსი შინ ალეგრის ყოფილ გუნდს - კალიარის უმასპინძლებს. | |
|