aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 8 » მესის მორიგი მიღწევა
12:55
მესის მორიგი მიღწევა
გუშინ ”ნოუ კამპზე” ადგილობრივმა ”ბარსელონამ” გერმანულ ”ლევერკუზენს” უმასპინძლა და 7:1 გაანადგურა. დუბლი შეასრულა ახალგაზრდა მოთამაშემ, კრისტიან ტელომ, ხოლო ლეო მესიმ 5 გოლის გატანა მოახერხა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოთამაშემ ამ ტურნირზე კორე შეასრულა. ლეო მესის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 12 გოლი დაუგროვდა, რაც უნიკალური შედეგია. ასეთივე მონაგარი ამ ტურნირზე, უკანასკნელ წლებში მხოლოდ რუდ ვან ნისტერლოის ჰქონდა 2002-2003 წლებში, როდესაც ჰოლანდიელი ”მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა. ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში, მესი უახლოეს მდევარს, მარიო გომესს 6 გოლით უსწრებს. ასევე შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში ”ბარსელონამ” ”ლევერკუზენი” 10:2 გაანადგურა.   
კატეგორია: ჩემპიონთა ლიგა | ნანახია: 545 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]