00:29 მილანი - იუვენტუსი: მატჩის შემდგომ კომენტარები | |
გუშინ "სან სიროზე" მილანმა იუვენტუსს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. აშკარაა, რომ პირველ ნახევარში უპირატესობას მილანი ფლობდა, ამიტომაც მე-15 წუთზე ნოჩერინომ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ გოლი მუნტაარიმაც გაიტანა. მისმა დარტყმულა გადაკვეთა ჯანლუიჯი ბუფონის კარი, თუმცა მსაჯმა ეს ვერ დაინახა და გოლიც არ ჩათვალა.
მეორე ნახევარში მატჩის სურათი სრულიად შეიცვალა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი დაცვაში ჩადგა, რის გამოც დაისაჯნენ ისინი. 83-ე წუთზე სიმონე პეპეს ჩამოწოდებულ ბურთს ფეხი მატრიმ დაუხვედრა და ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის შემდეგ მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ შეაქო თავისი ფეხბურთელები და ასევე მსაჯზეც გააკეთა კომენტარი.
"ჩემი ფეხბურთელები ქებას იმსახურებენ. ისინი პირველ ნახევარში შესანიშნავად თამაშობდნენ." - განაცხადა ალეგრიმ მატჩის შემდეგ.
"აშკარაა, რომ მსაჯმა 100%-ანი გოლი არ ჩაუთვალა მუნტაარის. 2:0-ის შემდეგ თამაში სხვანაირად გაგრძელდებოდა. რა თქმა უნდა უდიდესი უპირატესობა გვექნებოდა და მატჩის ფავორიტებიც ვიქნებოდით, მაგრამ მსაჯი შეცდა."
"ამ მატჩით ყველაფერი არ წყდება. ჩვენ სერია A-ს სათავეში ვართ და დიდი შანსი გვაქვს, რომ მოვიგოთ ტურნირი." - დაასრულა ალეგრიმ.
შეხვედრის შემდეგ იუვენტუსის მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მასიმილიანო ალეგრის მსგავსად მსაჯს ბრალი დასდო.
"მილანმა ყველაფერი კარგად გააკეთა. ისინი 60 წუთის განმავლობაში აკონტროლებდნენ მატჩს. რა თქმა უნდა ასეთი ტემპით მთლიანი მატჩის თამაში რთული იყო, ამიტომაც დათმეს მათ უპირატესობა." - განაცხადა კონტემ მატჩის შემდეგ.
"მსაჯმა რაც გუშინ გააკეთა სირცხვილი იყო. იგი 2-ჯერ შეცდა. პირველად მილანელებს, კერძოდ კი მუნტაარის გოლი არ ჩაუთვალა. მეორე ნახევარში კი მან მატრის გოლი არ ჩათვალა. აშკარა იყო, რომ იუვენტუსელი არ იმყოფებოდა თამაშგარე მდგომარეობაში."
იუვენტუსელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა, მატრიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა მისი გუნდისთვის მთავარი ის არის, რომ ისინი კვლავ დაუმარცხებლები არიან.
"მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება შევძელით, რაც იმ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. პირველ ტაიმში გუნდი თავის თავს არ გავდა, თუმცა ეს ყველაფერი შემდეგ ჩვენ გამოვასწორეთ." - განაცხადა მატრიმ მატჩის შემდეგ.
"მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ კვლავ წაუგებლები ვართ სერია A-ში. მიხარია, რომ ასეთი დონის მატჩში შევძელი გოლის გატანა."
მილანელთა ფეხბრუთელმა, ურბი ემანუელსონმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მათ კარგად ითამაშეს და ისიც დაამატა, რომ იგი მოხარულია ქულის აღებით.
"პირველ ტაიმში შესანიშნავად ვთამაშობდით. მიმაჩნია, რომ პირველი გოლის შემდეგ მატჩზე სრული კონტროლი გვქონდა. აშკარაა, რომ მუნტაარის გოლი, რომ ჩათვლილიყო თამაშს სრულიად შეცვლიდა." - განაცხადა ურბი ემანუელსონმა მატჩის შემდეგ.
"მეორე ნახევარში იუვენტუსი ჩვენზე კარგად თამაშობდა და მათ გოლიც გაიტანეს, თუმცა მე ქულითაც მოხარული ვარ. ასევე გუნდიც მოხარული უნდა იყოს, რადგან ყველამ კარგად ვითამაშეთ." | |
|