aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » მილანი - ნაპოლი: ალეგრი მატჩის შემდეგ
15:27
მილანი - ნაპოლი: ალეგრი მატჩის შემდეგ
გუშინ მილანმა ნაპოლის უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
 
შეხვედრის მეორე ნახევარში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ნაპოლის ფეხბურთელს თავში ხელი ჩაარტყა, რის გამოც იგი მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
 
მილანის თავკაცი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ შვედი არ იმსახურებდა გაგდებას:
 
"იმის გამო, რომ ნაწვიმარი იყო ბურთი კარგად არ დაგორავდა მოედანზე." - განაცხადა ალეგრიმ მატჩის შემდეგ.
 
"პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია, მაგრამ შესვენების შემდეგ სანამ იბრაჰიმოვიჩს გააძევებდნენ მილანის უპირატესობა აშკარა იყო."
 
"რა თქმა უნდა გამარჯვება უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის, თუმცა ვიმედოვნებ, რომ დღეს მნიშნველოვანი ქულა ავიღეთ."
 
"დღეს მაქსი ლოპესმა მხოლოდ 10 წუთით ითამაშა, თუმცა შემდეგ მატჩებში მას უფრო დიდი სათამაშო დრო მიეცემა. რაც შეეხება აბიატის მას კუნთებზე აქვს პრობლემას. მას გამოვკლევებს ჩავუტარებთ და შემდეგ გავიგებთ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა."
 
"როდესაც მსაჯმა იბრაჰიმოვიჩს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა გამიკვირდა. აშკარად მან გადააჭარბა. ზლატანი გაგდებას არ იმსახურებდა."
 
აქვე იმასაც გეტყვით, რომ იბრას ამ საქციელის გამო 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
კატეგორია: მილანი | ნანახია: 520 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]