aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 27 » ”მილანი” ფერნანდოთი დაინტერესდა
22:50
”მილანი” ფერნანდოთი დაინტერესდა
როგორც იტყობინება MilanNews.It, ”მილანი” ჩაერთო ბრძოლაში ”პორტოს” ფეხბურთელის ფერნანდოს შესაძენად. O Polvo-ს ინფორმაციით, ”როსონერის” გარდა, ფერნანდოთი ”მანჩესტერ სიტი” და ”ლაციოც” არიან დაინტერესებულები. ”პორტო” ფეხბურთელში 15 მილიონს ითხოვს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება მაშინ შეიცვალოს, თუ ფეხბურთელი გუნდიდან წასვლას მოისურვებს. იტალიელმა აგენტმა ჯოვანი ბრანკინიმ ისაუბრა ფერნანდოს შესაძლო სხვა გუნდში გადასვლაზე.

”ფერნანდო? სიტუაციაში მთლიანად არ ვარ გარკვეული, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ფეხბურთელს სურს, რომ დატოვოს ”პორტო” და გადავიდეს სათამაშოდ იტალიაში. მაგრამ პორტუგალიელებს არ სურთ ფეხბურთელზე ფასის დაკლება.”

ეს სიტყვები იმედს მისცემს ბევრ კლუბს, ამ გუნდებს შორის კი ”მილანი” და ”ლაციოც” არიან.
კატეგორია: მილანი | ნანახია: 579 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/5
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]