aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 17 » მიშელ პლატინი: “გარიგებულმა მატჩებმა სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი უნდა მიიღონ”
18:21
მიშელ პლატინი: “გარიგებულმა მატჩებმა სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი უნდა მიიღონ”

უშეღავათო ქმედებები გარიგებული მატჩების წინააღმდეგ, ბრძოლა სტადიონებზე ძალადობასთან, ფინანსური ფეირ პლეის დანერგვა და კონფლიქტური სიტუაციების სპორტულ არბიტრაჟში გადაწყვეტის პრაქტიკა - ამ ოთხ თემას შეეხო უეფას პრეზიდენტი - მიშელ პლატინი, ევროპის საბჭოს (საქართველო ამ ორგანიზაციაში 1999 წლიდანაა გაწევრიანებული) სპორტის მინისტრების მე-12 კონფერენციაზე, რომელიც ბელგრადში გასულ ხუთშაბათს გაიმართა.

საქართველოსთვის ყველა ეს მიმართულება რომ აქტუალურია, აშკარაა. თუმცა, ჩვენ ევროპის მთავარი საფეხბურთო ჩინოვნიკის იმ თეზისებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ქართული ფეხბურთის შავ ჭირს - გარიგებულ მატჩებს შეეხო. პლატინიმ მინისტრებს მოუწოდა, შეიქმნას საერთაშორისო კონვენცია გარიგებული მატჩების წინააღმდეგ. პრეზიდენტის მოთხოვნით, გარიგებული მატჩების ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რათა, გარიგებული მატჩები, როგორც მოვლენა, მაქსიმალურად ამოიძირკვოს.
მიშელ პლატინის ეს მოხსენება უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა. ჩვენ მის შემოკლებულ და თემასთან მიახლოებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ. 
"შარშან, სექტემბერში, მოგმართეთ მოწოდებით, ერთად მოვსპოთ ბოროტება, რომელიც ფეხბურთის მაგიურ ბუნებას ანადგურებს. მე ვსაუბრობდი უკანონო ფსონებზე ტოტალიზატორებში თამაშისას. გარიგებულმა მატჩებმა სერიოზული განგაში, მე ვიტყოდი, დღემდე არნახული შიში გამოიწვია ჩვენში. შიში იმიტომ, რომ ასეთი მატჩების უკან, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები დგანან, რომლებიც თქვენი ქვეყნების კანონმდებლობაში არსებული "ხვრელებით” სარგებლობენ და მთელ რიგ საფეხბურთო ტურნირების დისკრედიტაციას ახდენენ”, - თქვა პლატინიმ სპორტის მინისტრებთან მორიგი მიმართვისას.
უეფას პრეზიდენტმა გაბედა და მინისტრებისთვის წაკითხული ლექცია "გარიგებული მატჩების რაობაზე” კიდევ უფრო განმარტებითი გახადა: "გარიგებული მატჩები - ეს კანონისა და წესრიგის საკითხია. ამ პრობლემის მხოლოდ სპორტული ორგანოების უფლებამოსილებებით გადაჭრა შეუძლებელია. ევროპა უნდა გაერთიანდეს ამ მოვლენასთან საბრძოლველად. ამიტომ, დაუყოვნებელ დახმარებას ვთხოვ ევროპის საბჭოში შემავალ ქვეყნებს: გარიგებულმა მატჩებმა სისხლის       სამართლის დანაშაულის სტატუსი უნდა მიიღონ, ამით ეს მოვლენა უკანონოდ გამოცხადდება”.
"დარწმუნებული ვარ, ამ დანაშაულებრივი ელემენტების ნეიტრალიზაციისთვის, ევროპის ქვეყნების სამართალდამცველი და სასამართლო სისტემათა ეფექტური თანამშრომლობა უნდა მოწესრიგდეს. მჯერა, სპორტის მთლიანობის დაცვის ყველაზე ბრძნული მეთოდი საერთაშორისო თანამშრომლობაა. წინადადებით შემოვდივარ, შეიქმნას საერთაშორისო კონვენცია, რომელიც უშუალოდ გარიგებული მატჩების წინააღმდეგ საბრძოლველად იქნება მიმართული. ეს კონვენცია მხოლოდ ერთი ნაბიჯი იქნება პატიოსანი და ღია სპორტის დაფუძნების გზაზე, თუმცა, მისი გადადგმა რომ აუცილებელია, უნდა დამეთანხმოთ”, - ამით დაასრულა პლატინიმ გარიგებული მატჩების თემაზე ევროპელი პოლიტიკოსების წინაშე გაკეთებული მოხსენება.
პლატინიმ ეს სიტყვები, სხვასთან ერთად, სპორტის ქართველი მინისტრის საყურადღებოდაც თქვა. იმედია, მალე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას მივიღებთ - სისხლის სამართლის კოდექსში მცირედი შესწორებით, რაც გარიგებული მატჩების ორგანიზებას ან მასში წინასწარი განზრახვით მონაწილეობას სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 577 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]